logo
ENG



კონგრესმენი მიკსი საქართველოზე: გარდატეხა ერთად მდგომი ხალხის ძალას მოაქვს

10 იან 202115:07
3 წუთის საკითხავი
 

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გრეგორი მიკსმა, ამერიკის ხმასთან ინტერვიუში საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე ისაუბრა.

როგორც მან თქვა, ქართველმა კოლეგებმა ყურადღება თავისუფალი, სამართლიანი არჩევნების ჩატარებასა და ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემის უზრუნველყოფაზე უნდა გაამახვილოს.

"ყურადღება იმაზე უნდა გაამახვილონ, რომ უზრუნველყოფილი იქნას სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები და როცა ეს არჩევნები ჩატარდება, ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა უზრუნველყონ. იმის მიუხედავად, რომ შესაძლოა, იყვნენ პირები, რომლებიც ამისთვის ხელის შეშლას ეცდებიან. გარდატეხა ერთად მდგომი ხალხის ხმის ძალას მოაქვს", - განაცხადა მიკსმა.

მან ქართველ ხალხს მოუწოდა, ერთად დადდნენ იმისთვის, რომ დემოკრატია შენარჩუნდეს.  

"ქართველ ხალხს ვეტყოდი, რომ შეერთებულ შტატებშიც კი ვიხილეთ, რომ ხალხი, რომელიც პრეზიდენტ ტრამპის გვერდზე მყარად იდგა და რამდენჯერმე მას ხმა მისცა, ამბობს, რომ არ დაუშვებენ მის ამგვარ ქცევას და არჩევნების უარყოფის მცდელობას, რომელიც აქ სასამართლოებმა და საარჩევნო კოლეგიამ დაადასტურა. არ დაუშვებენ, რომ ის საკუთარი უფლებამოსილების ზღვარს გადავიდეს. ქართველ ხალხს ვეტყოდი, დადექით ერთად, რათა უზრუნველყოთ, რომ შენარჩუნდეს დემოკრატია და ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა მოხდეს", - განაცხადა გრეგორი მიკსმა.


close დახურვა